"ხელი ჰკრა და შემდეგ იცინოდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი თბილისის მეტროში მგზავრის ლიანდაგში ჩაგდების შესახებ?
დღეს მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩააგდეს და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ უცნობმა პირმა მამაკაცს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ის ლიანდაგებში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მგზავრი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მეტროს თანამშრომელმა ქალმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ამის საშუალება არ მისცეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
წყარო: ambebi.ge