"ლევან, აქამდე ხმა არ ამომიღია, მეგონა, სადღაც გაიღვიძებდა შენში სინდისი" - ანა დოლიძე სახალხო დამცველს მიმართავს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს.
"ლევან, აქამდე ხმა არ ამომიღია, მეგონა, სადღაც გაიღვიძებდა შენში სინდისი, რამე ფორმით ვაჟკაცობა და დავკარგე იმედი: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ყოლია ამ ქვეყანას.
ყველა გჯობდა: დავით სარალიძეც და ნანა დევდარიანიც, და მისი მაგიდის სანათიც კი.
პოლის ტილოების კონკურსშიც მეორე ადგილს მოხვალ, იმდენად არავინ არ ხარ" - წერს ანა დოლიძე.