loader

"დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო" - რას წერს ნატო გელაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო" - რას წერს ნატო გელაშვილი?

მომღერალი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..ვისაც სასახლის( კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას…

ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…არასოდეს დაწვათ ქრიტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ

უნდა გძულდეთ მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას", - წერს გელაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, დემონსტანტებმა რუსთაველის გამზირზე ხის კუბო მიიტანეს, ნაძვის ხესთან დადგეს და მას ცეცხლი მოუკიდეს. კუბოში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტულები და ყვავილები იყო განთავსებული.