"გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს" თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე:
"გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი.
მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, დემონსტანტებმა რუსთაველის გამზირზე, ხის კუბო მიიტანეს, ნაძვის ხესთან დადგეს და მას ცეცხლი მოუკიდეს. კუბოში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტულები და ყვავილები იყო განთავსებული.