"არ მინდა გამომრჩეს, ვიდრე რამეს მკითხავთ..." - რას ამბობს მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე სასახლის დაწვის რიტუალზე?
გუშინ, სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დემონსტრანტების მიერ რუსთაველის გამზირზე სასახლის დაწვის რიტუალს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეების გუშინდელ ქმედებას „სატანისტურ დამოკიდებულებად“ აფასებს.