"მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო..." - მამუკა მდინარაძის ბრიფინგი
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სიგარეტსა და "აიქოსზე" აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში კი მოგების გადასახადი იზრდება.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შევა ცვლილება, რითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება - ეს გადაწყვეტა საჯარო სექტორის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.