ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!
მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!
მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ "პრეზიდენტს" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!" - წერს ნიკა გვარამია.