loader

მსახიობ ნინო კასრაძის მიმართვა პოლიციას - "თქვენი ღირსებით, თქვენი ადამიანობა უნდა გამოაჩინოთ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობ ნინო კასრაძის მიმართვა პოლიციას - "თქვენი ღირსებით, თქვენი ადამიანობა უნდა გამოაჩინოთ..."

"თქვენი ღირსებით, თქვენი ადამიანობა უნდა გამოაჩინოთ. ეს საქართველოს სჭირდება, ეს მარტო ჩვენ არ გვჭირდება" - მსახიობ ნინო კასრაძის მიმართვა პოლიციას.

ცნობისთვის, ამ წუთებში „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის მერიასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერიაში დასაქმებულ ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, „თბილისი ძალადობითა და პოლიტპატიმრებით სავსე ქალაქია“.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი: „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი".

აქციის მონაწილეები მანამდე იუსტიციის სახლთან იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.

თბილისის მერიასთან მსვლელობით მისული აქციის მონაწილეების პარალელურად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და თბილისის მერიის დაცვის სამსახური შენობის მთავარ შესასვლელთან განლაგდნენ.