loader

ვრცელდება მეწყერის ჩამოწოლის კადრები, კლდის მასამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა - საქართველო-თურქეთის საავტომობილო გზა ჩაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მეწყერის ჩამოწოლის კადრები, კლდის მასამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა - საქართველო-თურქეთის საავტომობილო გზა ჩაკეტილია

საქართველო - თურქეთის საავტომობილო გზაზე, ართვინის არჰავის რაიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მომხდარმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.

გამოცემის ცნობითვე, საავტომობილო ორმხრივი მოძრაობა შეწყდა. ფერდობიდან მოწყვეტილი მიწისა და კლდის მასამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილები.

რიზე-ართვინის ავტომაგისტრალი გადაკეტილია მოძრაობისთვის ორივე მიმართულებით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე მიღებულია საჭირო ზომები პრობლემის მოსაგვარებლად.