"სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად, ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე, თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს"
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. როგორც გაირკვა სამშობლოში წამოსვლისას პრეზიდენტმა ეკონომ კლასის თვითმფრინავით იმგზავრა.
ფოტოს თვითმფრინავიდან, დიჯეი, არტისტი Hamatsuki აქვეყნებს და წერს:
"სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე სტამბულიდან მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა. თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს. იმედია კარგი ნიუსებით ჩამოვიდა..." - წერს Instagram-ზე Hamatsuki.
ფოტო: მაიკო ძნელაძე