"გაიღვიძე!" - რა ხდება ამ წუთებში იუსტიციის სახლში, კადრები ბათუმიდან
ბათუმში იუსტიციის სახლში საპროტესტო აქცია გაიმართა, შეძახილებით “გაიფიცე”. საპროტესტო აქცია თავდაპირველად იუსტიციის სახლის შენობაში გაიმართა, თუმცა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სამართალდამცავებმა შენობა დაატოვებინეს. აქციის მონაწილეები, იუსტიციის სახლის მიმდებარედ რჩებიან, და საჯარო უწყების თანამშრომლებს გაფუცვისკენ მოუწოდებენ. “მხედრიონებს გავხართ, ბორინკას მცველები ხართ… გაიღვიძეთ ქვეყანას გვართმევენ”,- მიმართს სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: მარიკო კეკელიძე