loader

„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან

„ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან.

მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს მომღერალი რატი დურგლიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

„ამას ძალადობა აღარ ჰქვია. მსგავსი არაფერი მინახავს, არც კი ვიცი, რა ფორმით უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სისასტიკეს ჩადის. სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს! ვერ ვპოულობ იმ სიტყვებს, რომელიც ზუსტად ასახავს ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების თავგანწირულ შრომას. ასევე ქედს ვიხრი ქართველი უნიკალური საზოგადოების მიმართ,“ – წერს რატი დურგლიშვილი

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია მომხდარს კოშმარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს ყველაზე მამაცი პროფესია სწორედ ჟურნალისტობაა.

„კოშმარი, კოშმარი, კოშმარი. ჟურნალისტების იმედი აქვთ ადამიანებს და იმათაც კი, ხელშეუხებელი პროფესიის წარმომადგენლებს როგორ ესხმიან თავს. აღარ ვიცი აღარაფერი. უმამაცესი პროფესია ჟურნალისტობაა დღეს,“- წერს თიკა ფაცაცია.

დაზარალებულებს სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებს მომღერალი ნინო ჩხეიძე.

„წარმოუდგენელია ყველანაირი ძალადობა ქალებზე, ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე! სოლიდარობა ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს,“ – წერს ნინო ჩხეიძე.

წყარო: fortuna.ge