loader

გიორგი ქოჩორაშვილი განცხადებას ავრცელებს - "სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ქოჩორაშვილი განცხადებას ავრცელებს - "სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება"

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება:

სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.შეუძლებელია ამის ყურება.შეუძლებელია ამის ატანა.შეუძლებელია ამის “გაპრავება.” შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება.

შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის" კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს!თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს!დიდება თავისუფლებას!თავისუფლებას დიდება!!!" - წერს ქოჩოარაშვილი.