"მოდით დღე დავიწყოთ ძალიან კარგი ამბით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"მოდით დღე დავიწყოთ ძალიან კარგი ამბით.
სალომე ზურაბიშვილს ძალიან საჭირო შეხვედრები ჰქონდა.
ტრამპთან მისი აუდიენცია არ იყო დაგეგმილი და მაკრონი აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავალი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ამ შანსის მოპოვებაში დაეხმარა.
აუცილებელი იყო ტრამპს, სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან გაეგო, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.