"მაკა ჩიხლაძის და მისი ოპერატორის ცემის კადრებს იღებდნენ დედაჩემი და დეიდაჩემი, რის გამოც "ტიტუშკებმა" სცემეს და თმით ითრიეს" - მარიამ გოგიაშვილი
მოქალაქე მარიამ გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "TV პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისას, მისი დეიდა და დედაც სცემეს.
"მაკა ჩიხლაძის და მისი ოპერატორის ცემის კადრებს იღებდნენ დედაჩემი და დეიდაჩემი ტელეფონებით. რის გამოც "ტიტუშკებმა" ორივეს წაართვეს ტელეფონი, სცემეს მაკა ჯანაშია და თმით ითრიეს ეკა ჯანაშია.
მაკა არის კლინიკაში გადაყვანილი და ველოდებით ტომოგრაფიას.
რა ჰქვია იმას, რაშიც ახლა ვცხოვრობთ, ადეკვატური სიტყვებით ვეღარ შევაფასებ.
ეს ცხოველები და ორგანიზატორი სისტემა აუცილებლად აგებს პასუხს. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის" - წერს მარიამ გოგიაშვილი.