loader

ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი განლაგდა - ადგილზე დააყენეს წყლის ჭავლის მანქანებიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი განლაგდა - ადგილზე დააყენეს წყლის ჭავლის მანქანებიც

პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

ამასთან, ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მათ უკან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები მათ მიმართავენ შეძახილებით, რომ ისინი მოქალაქეებს უნდა იცავდნენ.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ მდგომარეობას, იქაც განლაგდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.