კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ - ნაცემია ორი პირი, მათ შორის კობა ხაბაზი
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ხმაურია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.
მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.