თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე მიდიოდა. შემთხვევა "ჰუალინგთან" მოხდა.
როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ქალბატონი ელზა მებურიშვილია.
"ჩემი თანამშრომელი იყო. ხშირად დადიოდა აქციებზე. როგორც გავიგეთ, წუხელ მიდიოდა რუსთაველზე და გზაში ეს ტრაგედია შეემთხვა. ავტობუსი დაეჯახა და მრავლობითი ტრავმით კლინიკაში მალევე გარდაიცვალა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლები.
"ეს ფოტო იყო ბოლო, წუხელ რაც გამომიგზავნე აქციიდან და გაფრინდი... რა გეჩქარებოდა" - წერს ვახო კანკავა და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ელზა მებურიშვილისგან ბოლოს მიიღო.