loader

"თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი?" - პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი?" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან ბავშვის გატაცება? შურისძიება ქალებზე?", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აზიარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერი ამბობს:

"როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში. როდესაც არ იყო ძალადობა , არ იყო არც შსს-ს რეაქციაც".