loader

პარლამენტთან, სავარაუდოდ, ცოტნე კობერიძე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან, სავარაუდოდ, ცოტნე კობერიძე დააკავეს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სავარაუდოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს.

ის სპეცდანიშნულების რაზმმა ე.წ. კორდონში შეითრია.

დამატებით ინფორმაცია მისი დაკავების დეტალებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. თითქმის უწყვეტად ისმის გაფრთხილების ხმა და მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიშალონ. არიან სხვა დაკავებულებიც.