„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა აპარატურა დაუმტვრია
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს.
„ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, - განაცხადა მარიამ მაზიაშვილმა.