სპეცრაზმმა თითქმის სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის წინა პერიმეტრი - რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.
სპეცდანიშნულების რაზმი ქაშუეთის ტაძართან განლაგდა, სადაც ე.წ. კორდონია აღმართული. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.