"გამოქვეყნდა ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შესახებ ოფიციალური მონაცემები..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?
პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
"გამოქვეყნდა ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შესახებ ოფიციალური მონაცემები. ნოემბრის თვეში ოქტომბერთან შედარებით ( 4,085 მილიარდი დოლარი) მცირედით გაიზარდა და 4,124 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რეზერვების მოცულობა კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით ( ისტორიული მაქსიმუმი) 1,31 მილიარდი დოლარით შემცირდა.
საერთაშორისო იზოლაციის პირობებში რეზერვების აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხულია, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის სამომავლოდ." - წერს რომან გოცირიძე.