loader

"ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს, არც მე ვგიჟდები, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა...." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს, არც მე ვგიჟდები, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა...." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ნიკა გვა­რა­მი­ას ვერც კი ვუს­მენ, ვერ მი­ტანს და ბუ­ნებ­რი­ვია, არც მე ვგიჟ­დე­ბი მას­ზე, პირ­ვე­ლად რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, არც გა­მოვ­ქო­მა­გე­ბი­ვარ, რად­გან რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ტკბი­ლი გრძნო­ბე­ბი არ მაქვს მის მი­მართ და არ მინ­დო­და, ყალ­ბად დიდსუ­ლო­ვა­ნი ტექ­სტე­ბი მე­წე­რა მა­შინ...

მაგ­რამ თუ რა­მემ შემ­ზა­რა და ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნა ამ სის­ხლი­ა­ნი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი იყო კად­რი, ძირს დაგ­დე­ბუ­ლი ბავ­შვის თა­ვით რომ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და აბ­ჯა­რას­ხმუ­ლი სა­დის­ტე­ბის ხრო­ვა და ერთ-ერთი იყო გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის სცე­ნა, როცა ნა­ცემ, უგო­ნოდ მყოფ ადა­მი­ანს მი­ათ­რე­ვენ და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი აშუ­ქებს ამას და ბედ­ნი­ე­რი დას­ცი­ნის, ხორ­ხო­ცე­ბენ, რო­გორც მხი­ა­რულ გა­სარ­თობ­ზე, არა­და ადა­მი­ანს თავი ისე აქვს ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი, რომ იმ კად­რის მი­ხედ­ვით, იმ მო­მენ­ტში, ისიც არ ვი­ცით, რა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის ტრავ­მაა, იქ­ნებ ცო­ცხა­ლიც კი არაა.

სამ­თავ­რო­ბო არხი კი გვა­მე­ცა­დი­ნებს ცო­ცხალ-მკვდა­რი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვით სი­ხა­რულ­ში!სა­ერ­თოდ რა­ტომ სცე­მეს, ისე­თი დევ­გმი­რია, ათი ჩას­კვნი­ლი კაცი ვერ და­ა­პა­ტიმ­რებ­და სხვა­ნა­ი­რად? უსამ­შობ­ლო­ბა სწო­რედ ერ­თმა­ნე­თის ასე­თი ხა­რის­ხის სი­ძულ­ვილს ნიშ­ნავს. სამ­შობ­ლო უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნე­ბია, თო­რემ ბუ­ნე­ბა ამ პლა­ნე­ტა­ზე ყველ­გან ლა­მა­ზია. არ გვე­ვა­ლე­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ გვეკ­რძა­ლე­ბა სი­ძულ­ვი­ლი" - და­წე­რა ფან­ჯი­კი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ნიკა გვა­რა­მია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.