რა უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მეგობრებს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე? - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.
"არ არის ნაცემი... როგორც გვითხრა, მიყავთ დიღომში" - ამის შესახებ ანა ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.