მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე რობერტ სტურუას მიმართავს - "ბატონო რობერტ, სანამ იტყვით, რომ არცერთ მხარეს არ ხართ...."
მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე რობერტ სტურუას მიმართავს.
დღეს, რობერტ სტურუამ განცხადება გაავრცელა და მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც ის ამბობს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა."რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის"ფეისბუქ“ გვერდზე.
წყარო: "tv pirveli"