იუსტიციის სამინისტროში, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია - დაველოდებით როგორი რეაგირება ექნება მასთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებს, რომელთაც კეზერაშვილი მედია მენეჯერად წარმოაჩინეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.