რობერტ სტურუა განცხადებას ავრცელებს
"რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში" - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი.
"რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი" - წერს სტურუა.