loader

რას ამბობს ირაკლი კობახიძე სპეცრაზმელების სიაზე, რომელიც "მთავარმა არხმა" გამოაქვეყნა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ირაკლი კობახიძე სპეცრაზმელების სიაზე, რომელიც "მთავარმა არხმა" გამოაქვეყნა?

თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ - ამას ვპირდებით ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ მიერ აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნულს კობახიძე ფსიქოლოგიურ ძალადობას უწოდებს.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც მათ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, აღნიშნული სია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.