loader

ვრცელდება ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს.

„მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი ალეკო ელისაშვილს ჯოხით და ელისაშვილის მხრიდან ეს იყო თავდაცვა და მოგერიება“, - აღნიშნავენ პარტიაში.

ვიდეო: "TV პირველი"