რას ამბობს პეტრე კოლხი მისი ქალიშვილის ვიდეოზე, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს - "ერთმა დედაომ ასეთი რამ მომწერა...."
თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო. ტიკ-ტოკის რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს სპეცრაზმთან მდგარი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ძალოვანი ხელით ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და კამერის წინ ერთად პოზირებენ.
“თანამედროვე რომელო და ჯულიეტას“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს დღეს 10 მილიონი ნახვა აქვს. ამასთან, ის ძალიან ცნობილმა გლობალურმა გვერდებმა და ინფლუენსერებმა გააზიარეს.
როგორც აღმოჩნდა, კადრებში ასახული მთავარი გმირი, პეტრე კოლხის ქალიშვილი -მარიამ კვარაცხელიაა.
"პალიტრავიდეო" პეტრე კოლხს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაც აქვს, რომელიც არც თუ ისეთი რომანტიკულია, როგორ განწყობასაც კადრები ტოვებს.