loader

"ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მუცლის არეში ურტყამდნენ, სუნთქვის უკმარისობის გამო გაითიშა..." - რას ამბობს ადვოკატი ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მუცლის არეში ურტყამდნენ, სუნთქვის უკმარისობის გამო გაითიშა..." - რას ამბობს ადვოკატი ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ადვოკატმა მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით, ის გაითიშა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს.

მან შემთხვევით მოკრა ყური პოლიციელების საუბარს, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. 48 საათში სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

ის ფიქრობს, რომ ახლა არის დრო, რომ მშვიდად, მტკიცედ და გამბედავად ქართველმა ხალხმა გააგრძელოს პროტესტი და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა "მთავარ არხთან".

წყარო: "მთავარი არხი"