"უნდა მივიდეთ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა და გაფიცვა მთელ საქართველოში" - გიორგი ვაშაძე
ჩვენ არამხოლოდ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.