loader

"დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და..." - რას ამბობს აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და..." - რას ამბობს აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება

3 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას 21 წლის ალექ­სი თირ­ქია და­შავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბიჭს სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა და ის ახლა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლის ბი­ძამ, იო­სებ ჩა­ნა­დირ­მა, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ალექ­სიმ ბე­ბი­ას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ალ­ყა­ში იყო. სწო­რედ სა­უბ­რის დროს მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას ფეხ­ში, ხოლო თა­ვად ბიჭს წარ­ბის არე­ში, გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა.

შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალექ­სის დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში დე­დამ­თი­ლის­გან გა­ი­გო. ალი­ნე თირ­ქია, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს:

"დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და ალექ­სის ამ­ბა­ვი მი­თხრა. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა, შუბ­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი, კიდე კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა არ და­უ­ზი­ა­ნა. ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს. ასე რო­გორ იმე­ტე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბას. აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში რომ ვცხოვ­რობ, ამი­ტომ ვარ ვართ ემიგ­რა­ცი­ა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე, უკვე მე­სა­მე წე­ლია. ალექ­სის გუ­შინ ვე­სა­უბ­რე სა­ღა­მოს.

სახ­ლში აპი­რებ­და წას­ვლას, შემ­დეგ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლა აქ­ცი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, თავი არ შეს­წი­რონ ამ უგუ­ნუ­რებს, ვინც თა­ვის ხალ­ხს არ ინ­დობს. დღეს ჩემს შვილს გა­უხვრი­ტეს შუბ­ლი, ხვალ სხვის შვილს გა­უხვრე­ტენ. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ალექ­სიმ, ვის რა უნდა და­უ­შა­ვოს, რო­გორ გა­ი­მე­ტეს ასე". განაგრძეთ კითხვა