რას ამბობს კახა კალაძე პეტიციებზე, რომელსაც ხელს მერიის 229 თანამშრომელი აწერდა - "საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება"
ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას - საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პეტიციას ხელი არ მოაწერეს, მადლობას უხდის.