"შეიძლება არაპოპულარულია, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი" - კახა კალაძე
თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ დედაქალაქს! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.