"ვითომ ქალიშვილობა კლუბში დაკარგეო, ცრუ ჩვენებას თუ არ მისცემ, ვერასდროს ვეღარ შევხვდებითო" - ვინ არის და რას ჰყვებოდა ქალი, რომელმაც პოლიციის კორდონი გაარღვია (სიუჟეტი არქივიდან)
სიუჟეტი პალიტრა ვიდეოს არქივიდან - ვიდეო ჩაწერილია 2023 წლის ნოემბერში.
ნანა ტომარაძე, რომელმაც 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე იცავს, რომელმაც გვითხრა, რომ ნანა ტომარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
- ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს. როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, სამართალდამცავთა მხრიდან მასზე ძალადობა არ მომხდარა იმის გარდა, რაც ჩანს კადრებში. დანარჩენი შეფასების საკითხია. მხოლოდ იმას ამბობს, რომ უღებდნენ ტელეფონით და კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ თქვა, იმდენად ანერვიულებული ვიყავი, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ახლა იზოლატორშია და შეუძლიათ 48 საათი იქ გააჩერონ, ან გადმოიყვანონ და გაიმართოს სასამართლო. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით(პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), რაც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას ან 5000 ლარამდე ჯარიმას.
- რას ამბობს მომხდარზე, რატომ მოიქცა ასე?
- ამბობს, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი მიზეზი, თუ რატომაც მივიქეცი ასეო. იზოლატორიდან რომ გამოვა, ამ დეტალებზე თავად მოუყვება საზოგადოებას. სავარაუდოდ, ხვალ იქნება სასამართლო პროცესი. დღევანდელი სასამართლო პრაქტიკით ზოგს აჯარიმებენ, ზოგს აპატიმრებენ
- ამბობთ, რომ არის მარტოხელა დედა და ნერვიულობს შვილზე, ბავშვიც ხომ არ ახლდა აქციაზე და ამჟამად ვისთან არის?
- ბავშვი აქციაზე არ ყოფილა. დღეს ნანას შეხვდა იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და უამბო, რომ განიცდის შვილის ამბავს. ნანა ცხოვრობს მამასთან და შვილთან ერთად. სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია და ისინი იზრუნებენ ბავშვზე. განაგრძეთ კითხვა