აქციის მონაწილეები თბილისში მსვლელობას აგრძელებენ
აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას მსვლელობით აგრძელებენ.
ისინი ამ წუთებში ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჯერჯერობით უცნობი მიმართულებით გადაადგილდებიან, რადგან ჯერ არ აქვთ დაგეგმილი, სად ექნებათ საბოლოო დანიშნულების წერტილი.
დემონსტრანტების მსვლელობას ავტომობილები შეუერთდნენ. ისინი მომიტინგეებს ნელი სვლითა და ხმოვანი სიგნალებით მიჰყვებიან.
მომიტინგეებმა ქალაქში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა.