აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩაზე ბარიკადები აღმართეს - რუსთაველის გამზირი სრულად გათავისუფლებულია დემონსტრანტებისგან
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმართულებით გადაინაცვლეს. პარალელურად კი, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის პერიმეტრზე ცეცხლაწიკდებული ურნებისგან ხელოვნური ბარიკადები გააკეთეს.
სპეცრაზმი ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზეა განლაგებული, სადაც კორდონი გააკეთეს.
რუსთაველის გამზირი მთლიანი პერიმეტრი აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.