სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანზე განლაგდა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გადაინაცვლეს - დააკავეს რამდენიმე პირი
სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც.
სწორედ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით ახევინებს უკან მომიტინგეებს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან მიემართება სპეცტექნიკის თანხლებით.
პარალელურად საპოლიციო ძალები აკავებენ მომიტინგეებს. აქციის მონაწილეები კი ცდილობენ, რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლონ.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"