სკოლის დამლაგებელი მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო - რა კადრებს ავრცელებს ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლის დამლაგებელი მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო.
მათი ცნობით, მოსწავლეებმა მშვიდობიან გარემოში დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ გადაადგილებაში ხელი შეუშალა, ერთ-ერთს კი დაარტყა.
ძალადობის შესახებ ვიდეო ადგილობრივმა TV25-მა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი მოსწავლეებს გზაზე ეღობება, ხელით ეხება და ნივთებს ართმევს.
წყარო:TV25