რას წერს აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში? - "ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება"
აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. ამის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს.
"ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვალი. დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს“,- აცხადებს დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია.
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
ფოტო: "მაუწყებელი"