loader

"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ რაც მოხდა, ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა" - რას წერს საბა საპანაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ რაც მოხდა, ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა" - რას წერს საბა საპანაძე?

Geo Team-ის ავ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საბა სა­პა­ნა­ძე წერს, რომ ის იღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ადა­მი­ა­ნე­ბი სწე­რენ, რომ გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ძარ­ცვა­ში "ფეხ­ბურ­თე­ლის სახ­ლში მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ბრა­ლე­უ­ლო­ბაა".

"დღეს შუადღით ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.

უმძიმესი წასაკითხი იყო ეს ამბავი და როგორც გიოს, ასევე მის ოჯახის წევრებს ანერვიულებულმა მივწერე, რადგან ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი კარგადაა.

უმძიმესი წასაკითხია ის კომენტარები, თუ მესიჯები, რომელსაც ამ ფაქტის გაგებიდან მოყოლებული ჩემი მისამართით ვიღებ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოში წამითაც კი არ ყოფილა მისამართი ან სახლის ლოკაციის რაიმე მაიდენტიფიცირებელი მომენტი ნაჩვენები.

ღმერთმა იცის, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამ საქმეში მოღვაწეობა დავიწყე, ყველა წამი ჩვენი ფეხბურთელების კეთილდღეობაზე და კარგად ყოფნაზე ვფიქრობ.

მე და გიო ლიონის ცენტრში,ლამბორგინით ვიყავით გასულები და 10დან 9 ადამიანი გიოს მანქანას ფოტოს უღებდა, იმდენად დიდი იშვიათობა იყო ეს ხალხისთვის. გიოს რომ ხედავდნენ საჭესთან, საერთოდ დიდი სიხარულით ეგებებოდნენ.

უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თბილი და გამამხნევებელი სიტყვები მომწერა, იმდენად მძიმე იყო ამ ბრალდების, ხუმრობის დონეზე წაკითხვაც, რომ, სიტყვებითაც ვერ აღვწერ.

მადლობა ღმერთს, გიო კარგადაა, მისი ოჯახის ყველა წევრი კარგადაა და მჯერა, ბოროტმოქმედებს მალე იპოვიან და საკადრისად დასჯიან" - წერს საბა სა­პა­ნა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ფრან­გუ­ლი "ლი­ო­ნის" ფორ­ვარ­დი, 1 დე­კემ­ბერს, ლი­ო­ნი-ნი­ცას მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ძარ­ცვეს. ინ­ფორ­მა­ცია ფრან­გულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. მი­ქა­უ­ტა­ძეს სახ­ლთან ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დახ­ვდა, რომ­ლებ­მაც აი­ძუ­ლეს სახ­ლში შე­ეშ­ვათ და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ი­თხო­ვეს. მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 ევ­რომ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი.მძარ­ცვე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ ძებ­ნას ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

"გა­მარ­ჯო­ბა ყვე­ლას. გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, კარ­გად ვარ და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი არ მი­მი­ღია. დიდი მად­ლო­ბა თქვენ, მხარ­დამ­ჭე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის­თვის. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვრჩე­ბი ჩემს მიზ­ნებ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მალე კვლავ შევ­ხვდე­ბით. მშვი­დო­ბი­ან დღეს გი­სურ­ვებთ და გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს“ - წერს მი­ქა­უ­ტა­ძე.