loader

"ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს, თუ რატომ დაიწყეს დღეს დარბევა ადრე..." - სერგი კაპანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს, თუ რატომ დაიწყეს დღეს დარბევა ადრე..." - სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს, თუ რატომ დაიწყეს დღეს დარბევა ადრე, დაახლოებით 21:30-დან, ნაცვლად გუშინდელი და გუშინწინდელი 01:30-სა.საქმე იმაშია, რომ ბერკუტუების ეკიპირება იწონის დაახლოებით 15-25 კილოგრამს. სიცივეში, სიცხეში (ფოიერვერკი ათბობს), წვიმაში მათი მობილობა უკიდურესად მცირდება და ეფექტიანობა დაბლდება.ბოლო 4 დღე მათ უწევდათ საღამოს 9-10 საათიდან დილის 6-7 საათამდე უწყევტად დგომა და შემდეგ რბევა.

როგორც ჩანს, მათი რესურსები უკიდურესაც შემცირებულია.შესაბამისად, დღეს ადრე დაიწყეს, რადგან ვეღარ გაძლებენ ისევ დილამდე.სულ ესაა.ყველანი რუსთაველზე. ერთი ორჯერ ცდიან კიდევ ადრე დარბევას და მერე საერთოდ აღარ გამოვლენ," - წერს კაპანაძე.