loader

"ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი, ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას" - დათო გორგილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი, ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას" - დათო გორგილაძე

"გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას" - ამის შესახებ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის ქმარი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დათო გორგილაძემ მანამდე დაწერა, რომ მის მეუღლეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

"15 წელია მე და ნინია ერთად ვართ.ალბათ ყველაზე მამაცი, გონიერი და პრინციპული ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ.მას ჩემი დახმარება დიდად არაფერში სჭირდება, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი:როცა მე მლანძღავენ, უსამართლოდ მექცევიან და მემუქრებიან, ხშირად არ ვპასუხობ ხოლმე. აგერ, ერთი წლის წინ მეც გამომაგდეს პირველი არხიდან.

ხმა არ ამომიღია, სიამაყემ არ გამიშვა, მეთქი განაწყენებული ტიპის პოზიციიდან გამოჩნდება.ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი (როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხება საქმე) და კარგი მახსოვრობა მაქვს.

ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას - ყველას, ვინც ეს მოინდომა და ასევე იმ ლაჩარ, ფლიდ მოხელეებს, მეგობრებად რომ იწოდებოდით, ახლა პირად მიმოწერებში სახეს იხოკავთ და საჯაროდ ჩასვრილები ხართ", - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: "დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს... არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას" - ნინია მაჭარაშვილი