"ნინიას თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს" - რას წერს დათო გორგილაძე მეუღლის შესახებ?
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორს, ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს - ამის შესახებ მაჭარაშვილის ქმარი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ნინიას თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს.
მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი დაოკიდებულება მის მიმართ.
შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიამებს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი.
თქვე გალაქტიკური მასშტაბის **ეებო (მკითხველთან ბოდიში), თქვე საწყლებო" - წერს დათო გორგილაძე.