"ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა..." - პრემიერის თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ არჩევნები აღიარებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს „ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“ წერილი გაუგზავნა, რაც მისი თქმით, დასტურია, რომ არჩევნები არის აღიარებული.
როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. ასევე, მისი განცხადებით, წერილში საუბარი არაა ე.წ. გაჟონვის საკითხზე.