"ჩემი გულისტკივილი მინდა გითხრათ....თურმე შემეშინდა და თავს ვუშველე" - ნიკო ნანიტაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ნიკო ნანიტაშვილმა რამდენიმე დღის წინ ქვეყააში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვა ჩაწერა და განმარტება გააკეთა.
"არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში.არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა.ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!!
მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო.მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქარველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ,მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ…ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული…არა ძალადობას!!!
არაააა ძალადობააას!!!საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს…რუსეთი ოკუპანტია…პუტინის დედას შევეცი, ყველგან და ყოველთვის…დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!" - წერა რამდენიმე დღის წინ ნანიტაშვილმა.