ბრიფინგი შსს-ში - "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ"
თბილისში მიმდინარე აქციებზე, პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დაკევებულები არიან ადმინისტრაციული წესითაც. უწყების ცნობით, აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.