"ჯოჯოხეთი იქნება თქვენი ცხოვრება! დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემები, ჩამტვრეული აქვთ სახის ძვლები!" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემები. ჩამტვრეული აქვთ სახის ძვლები!
ბავშვები ყვებიან: "ფეხებით გვირტყამდა ყველა და ბოლოს, სახეზე გვასხამდნენ წიწაკის სპრეის"...
სამედიცინო დახმარებას არ უწევენ!
მიაქვთ ყველას პირადი ნივთი! მათ შორის ვისაც არ აკავებენ იმათიც!
როგორი სადისტი უნდა იყო, რომ სახე დაგლეჯილ ადამიანს სპრეი მიასხა! ჯოჯოხეთი იქნება თქვენი ცხოვრება!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.